გასართობი ღონისძიება პირველსემსესტრელებისათვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 23 სექტემბერს, „orbeti green space“-ში, გართობისა და დასვენებისთვის შექმნილ იდეალურ  სივრცეში იგეგმება პირველსემსესტრელებისათვის გასართობი ღონისძიება, რომელიც მოიცავს:

• ტრანსპორტირებას;

• ორჯერად კვებას;

• მხიარული თამაშების ჩემპიონატს;

• ბუშტების ფეხბურთს;

• წყლის ფეხბურთს;

• ცეკვის და სიმღერის კარაოკეს;

• კინოჩვენებას ღია ცის ქვეშ;

• კარვების ტურს;

• მინი ფესტივალს;

• სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;


„orbeti green space“  მდებარეობს ორბეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალზე (ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე) და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ულამაზეს ადგილას.

ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიროთ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე 19 დან 21 სექტემბარის ჩათვლით 12:00 დან 17:00 სთ-მდე,  ოთახი #101;