ენიკო ბარაბას ლექციები თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს “ერასმუს +” -ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტუმრა მოწვეული პროფესორი ენიკო ბარაბას (Eniko Barabas MD) მედიცინის და ფარმაციის ტირგუ-მურეშის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიის და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტიდან.(ტირგუ-მურეში, რუმინეთი).

პროფესორი ენიკო 25 სექტემბერს 9:55 საათზე თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში წაიკითხავს ლექციას სახელწოდებით „საშარდე სისტემის ინფექციები და ნაწლავური პარაზიტები“, ხოლო 25 სექტემბერს  თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტი 12:00 საათზე „მულტირეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე სისტემის ინფექციების მკურნალობა მცენარეული ზეთით“.

მისამართი : ვაჟა-ფშაველას #33, I სასწავლო კორპუსი, VI სართული , სალექციო აუდიტორია. გუდამაყრის #4  VI სართული