თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის დელეგაცია ეწვევა

2018 წლის 22-26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან ებრაელი ქირურგები:

პროფესორი იცხაკ ვინოგრადი– თელავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი. ასუნას ცენტრის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პროფესორი რან შტეინბერგი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პროფესორი არკადი ვაჩიანი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა მინიინვაზიური ქირურგიული სამსახურის უფროსი;

პროფესორი ჯოსეფ ბენარი- ინტენსიური თერაპიის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პროფესორი ამირ ჰადაში- ახალშობილთა ინტენსიური სამსახურის უფროსი;
ამით ლეჰავი- ანესთეზიოლოგიური სამხახურის უფროსი.

პროფესორების ვიზიტის მიზანია სტუდენტთა, რეზიდენტთა, აკადემიური პერსონალის  და კლინიკის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ურთიერთგამოცდილების გაზიარება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის დიაგნოსტიკის და მკურნალობის დონეს და ხელს შეუწყობს მათ მიახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  სალექციო კურსის ჩატარება. 

ლექციები ჩატარდება გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სალექციო დარბაზში. (მისამართი: ლუბლიანას ქუჩა N 21)

 24  ოქტომბერი  12:00 საათი 

 ,, შოკი“ - პროფ. ჯოსეფ ბენარი 

 ,,ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)“-  პროფ.  ამირ ჰადაში  

25  ოქტომბერი,  12:00 საათი

,,თავის ტრავმები/დაზიანებები“ - პროფ. ამირ ჰადაში;

,, რესპირატორული უკმარისობა”- პროფ. ჯოსეფ ბენარი;

,, ახალი ჰორიზონტები პედიატრიულ ქირურგიაში: ნაყოფის ოპერაცია და რობოტული  ქირურგია“- პროფ. რან შტეინბერგი;

,,  ღვიძლის ტრანსპლანტაცია“- პროფ. რან შტეინბერგი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. მათ შორის, ზოგიერთი უკვე ჩატარებულია ებრაელი კოლეგების მიერ და საჭიროებს შემდგომ ეტაპს – რეოპერაციას:

თანდაყოლილი ანორექტარული მალფორმაციები;

თანდაყოლილი დიაფრაგმის თიაქარი;

გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;

ღვიძლის კისტა და სხვა პათოლოგიები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდება პაციენტთა კონსულტაციები. 


იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის" სტატია