ახალი სტუდენტური ბარათი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტუდენტური ბარათით...

ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობა, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვ.) ცენტრებში ბილეთის შეძენა. სტუდენტური ბარათი მოქმედებს, ასევე, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.
სტუდენტური ბარათის მეშვეობით ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა გაიმარტივოს ცხოვრება.
სტუდენტური ბარათის აღება სტუდენტებს შეუძლიათ ყველა სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.
სტუდეტური ბარათი, პროექტში ჩართული ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის უფასოა.


სტუდენტური ბარათი – გაიგე მეტი!