მოლდავეთის ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტში ჩატარდა ცნობილი მოლდაველი ანატომის, პროფესორ ბ. ვ. პერლინის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ცნობილი მეცნიერები. კონფერენციაზე განხილული და ურთიერთგაზიარებული იქნა მრავალი პროფესიული საკითხი.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ქალბატონმა მაია დგებუაძემ წარადგინა მოხსენება: ”სეფსისის კლინიკურ-მორფოლოგიური მანიფესტაციის ზოგიერთი საკითხი”, ხოლო ერთ-ერთ სექციურ სხდომაზე ”კლინიკური და ექსპერიმენტული ანატომი–ის” თანათავმჯდომარე ბრძანდებოდა.
კონფერენციის შემდგომ, მონაწილეებმა დაათვალიერეს მასპინძელი უნივერსიტეტის მორფოლოგიური პროფილის კათედრები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ პროგრამაში.