საზაფხულო სკოლა ერზერუმში (თურქეთი)

2012 წლის 1–14 ივლისს, ერზერუმში (თურქეთის რესპუბლიკა), ათათურქის უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარდა საზაფხულო სკოლა „Bridging Cultures”. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, რუმინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, იორდანია, ტაივანი, მალაიზია, თურქეთი. საზაფხულო სკოლის მიზანი იყო წარმოდგენილი ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა.

საქართველოდან საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დოდონა ახვლედიანმა და ლაშა გოგინაშვილმა, რომლებმაც თსსუ–ის სახელით წარადგინეს ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობები, ვიდეოკლიპები. გააკეთეს პრეზენტაცია ჩვენი ქვეყნის და უნივერსიტეტის შესახებ, გააცნეს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ქართული ეროვნული სამზარეულო და ტანსაცმელი.

ქართველი სტუდენტების პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებით ჩატარდა.საქართველომ და ქართულმა კულტურამ საზაფულო სკოლის მონაწილეებს შორის საყოველთაო მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

პროგრამა ითვალისწინებდა, ასევე , თურქული ენის შემსწავლელ კურსებს, სხვადასხვა workshop –ს და კულტურულ ღონისძიებებს, მოეწყო გასვლითი ტურები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში.

დოდონა ახვლედიანი და ლაშა გოგინაშვილი მადლობას უხდიან თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიღებული დახმარებისა და ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისათვის.