განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. სასწავლო კვირეულის განმავლობაში უცხოელმა კოლეგებმა სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში:..
პროფესორი ტიერი ბერნი - ჟენევის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ვისცერული და ტრანსპლანტოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„ტრანსპანტაცია პირველი ტიპის დიაბეტისთვის“;
„პანკრეასის ცისტური დაზიანების დიაგნოზი და მკურნალობა“;
„პანკრეასზე ქირურგიული ოპერაციები“.
პროფესორი პოლ პიტერსი - ურტრეხტის სამედიცინო უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მეანობა-გინეკოლოგიის და ბავშვთა და დედათა განყოფილების ტერატოლოგიის დეპარტამენტი:
„ლექციები ტერატოლოგიაში“.
პროფესორი ფრიდრიხ სტეფან ეკშტეინი:
„აორტის სარქვლის იმპლანტაცია“
„ასწვრივი აორტის ქირურგიული მიდგომა“
პროფესორი ჰოვარდ კუშნერი – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ემორის უნივერსიტეტი (აშშ):
„ყვავილი - ვირუსი, რომელმაც შეცვალა ისტორია“;
„ყვავილი“.
პროფესორი კენ უოლკერი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი (აშშ):
„შენ და პაციენტი“;
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები საქართველოში“.
დოქტორი არჩილ უნდილაშვილი –
„პირველადი ჯანდაცვა საქართველოში“
პროფესორი სტენ მიუზიკი (აშშ):
„ჯონ სნოუ: საზოგადოებრივი ჯანდაცვა ოცდამეერთე საუკუნეში“
პროფესორი ფრანჩესკო ჩიარელი – პედიატრიის და პედიატრიული ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი (იტალია):
„ენდოკრინოლოგიის თანამედროვე ასპექტები“
პროფესორი ბაბილ სტრეი პედერსონი – ოსლოს უნივერსიტეტის ქალთა და ბავშვთა განყოფილება, კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი (ნორვეგია):
„ ქალთა ჯანმრთელობა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.