ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის კლინიკის დირექტორის, პროფესორ ვოლფგან ფოგელის ლექცია თსსუ–ში

2012 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის კლინიკის დირექტორი, პროფესორი ვოლფგან ფოგელი, რომელმაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის (თერაპევტი, ინფექციონისტი და სხვ.) თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექცია – „ქრონიკული B და C ჰეპატიტი XXI საუკუნის მიჯნაზე“...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.