ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო

2012 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "წითელ დარბაზში" სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა პოეტის – ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო...



საღამომ წარმატებით ჩაიარა და სტუდენტებს შორის, ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებამ, დიდი მოწონება დაიმსახურა.
გთავაზობთ რამოდენიმე ლექსს პოეტ ზურა სალუქვაძის შემოქმედებიდან:

სიზმრად

არ ენატრებიო არაო, არა… მთვარე მიმტკიცებს… მე კი არ ვნებდები,
მე შენ მზეს გადარებ, დილით ამომავალს, მე შენ გელოდები… როდის გათენდები.
როცა ღამენათევს სხივებით გამაღვიძებ, თვალებს გამიხელ და მეტყვი რომ აქ ხარ,
ალბათ დავიჯერებ, რომ ეს ის დილაა მთვარეს რომ ვუმტკიცებდი... რომელსაც გავხარ.
ყვირილს მომანდომებ… სიხარულისაგან, გამოფხიზლებამდე დროთაც გაჩერდები,
სიზმარში დილას ველაპარაკები, ალბათ გათენდები… ალბათ გათენდები…
სადაც ეხლა ვარ... აქ უკვე ღამეა, გარეთ ქარია და ბატონობს სიცივე,
უსასრულობაში ტალღები ხმაურობენ, მე კი სიზმრები მიცდიან იგივე.
მთვარის შუქს ვუყურებ… ზღვა გაუნათებია, ცაზე ვარსკვლავები... თითქოს სანთლებია,
გულში ჩაუკრია ზღვას თეთრი მთვარე… თეთრად ანათებს... აქ არე-მარე.
ტალღები სიწყნარეში რითმებს აჰყოლიან, თითქოს სიცხადე სიზმარში ჩამყოლია,
სადღაც გავპარულვარ… უსასრულობაში, თითქოს რეალობის გრძნობა არ მქონია.
ფრენაც შემძლებია… მთვარის შუქის ფონზე, ოღონდ ეს დრო თვალდახუჭულს… გამიტარებიხარ,
არსად არ წავსულვარ, არსად არ გავფრენილვარ, ნაპირზე ვყოფილვარ და... ძალიან მყვარებიხარ!

კაცობრიობის ცოდა

კაცობრიობას შიში მორევია, კაცობრიობის შიში მორევია,
მორევი ძალზედ, ძალზედ ჩამთრევია, კაცობრიობავ…. რაღაცა აგრევია!
შური, სიბოროტე… ფიქრში ჩართულია, სიცოცხლის წამზომი კი ყველასთვის ჩართულია,
როცა სიყვარული ნებადართულია, ვიღაცა ამ დროს…. ომით გართულია.
მტრის შვილებს ვაობლებთ და მათაც მტრად ვიხდით, ომის საფასურს ვერ გადავიხდით,
უსიყვარულო ძეგლები დაგვიდგით, სადაც სიყვარულით ფეხი ავიდგით.
კაცობრიობავ… ზიზღმა დაგძლია, კეთილმა ბოროტს ჯერ ვარ დასძლია,
მშვიდობის ქუჩაზე ტყვიების ხმაურია, დედამიწაზე... აურზაურია!!!
კაცობრიობავ! უნდა დაფიქრდე, ერთ ლამაზ დილას, რომ არ გაფითრდე,
მშვიდობის გარეშე ვერ ავშენდებით, ზიზღით და ომით... გადავშენდებით.
ღმერთის სახელით ხდება ომები, ამ დროს კი არავინ არ ფიქრობს რწმენაზე,
მე კი მინდა რომ ყველა ერისთვის, ვთარგმნო ეს ლექსი ყველა ენაზე:
მშიერი ხალხი, მშიერი ბავშვები, ვიღაცას სადღაც შიმშილი ტანჯავს,
იმის მაგივრად რომ მშიერნი აპურონ, ვიღაცა ამ ფულს ტყვიებში ხარჯავს!!!
ვიღაცა ომით იზრდება... მდიდრდება, განდიდებულა და ღმერთად ქცეულა,
ვიღაც კი ამ დროს სუსხიან ქუჩაში, უსულო სხეულად... გადაქცეულა!
კაცობრიობავ... უნდა გრცხვენოდეს, რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს,
ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის, უკვდავნი ხომ არ ვართ... ხალხნო რა მოგდით!

ერთი გოგო შემიყვარდა
“ღამე იყო მთვარიანი… თოვლიანი... ქარიანი…”
გაზაფხულის წვიმა იყო, ვარდი იყო ადრიანი,
ირგვლივ ეკალ-ბარდიანი, სიყვარულის ამბიანი,
შუაღამით კლდის ძირ სახლთან, ღვინოს ვსვავდი…. დარდიანი
და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის ოცნებები ამხდარიყო,
სიზმრად ვნახე ის ყვავილი, თურმე ჩემი გამხდარიყო,
ვარდობისთვე დამდგარიყო და ვარდებიც ყველგან იყო,
ბუხრის ძირას თბილი ფერფლი სიყვარულით გამთბარიყო.
ცეცხლი ცეცხლში დამწვარიყო, ალი კვამლში გამქრალიყო,
ერთი გოგო შემიყვარდა, სად იყო და სად არ იყო.
აქ იყო თუ აქ არ იყო, ჩემი ფიქრი მასთან იყო,
მთაში მისი სილამაზით ყინულიც კი გამდნარიყო,
მზის სხივები ჩამქრალიყო, მთვარის შუქიც გამქრალიყო,
ჩემთვის მსგავსი სილამაზე, ქვეყანაზე არსად იყო.
ზღაპარ იყო... ზღაპარ იყო… მისი გულიც ზღაპარ იყო,
ერთი გოგო შემიყვარდა… სად იყო და... სად არ იყო!