მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაცია და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოება 2018 წლის წლის 9-10 ნოემბერს  ატარებს მე-3 კავკასიურ კურსს ბავშვთა ნევროლოგიაში. საერთაშორისო სასწავლო კურსის თემაა ეპილეფსია. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო „ბესტ ვესტერნ აპარტ ჰოტელის“ საკონფერენციო დარბაზში  (აფაქიძის ქუჩა 11, თბილისი).

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან. კონფერენციას დაესწრება 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან.