სტოკჰოლმის კოროლონსკას უნივერსიტეტის (შვედეთი) ქალთა და ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარტინ რიცენის ვიზიტი თსსუ–ში

2012 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სტოკჰოლმის კოროლონსკას უნივერსიტეტის (შვედეთი) ქალთა და ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარტინ რიცენი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო–გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურების სამსახურის ექიმი–ენდოკრინოლოგი, პროფესორი მარინა გორდელაძე.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ასევე იმ ლექციების თემები და მიმართულებები, რომელიც პროფესორი მარტინ რიცენი წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.