თსსუ-ს ლაინს ქლაბს ინტერნეიშენელის პრეზიდენტი ეწვევა

2018  წლის 11 ნოემბერს 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ,,ლაინს ქლაბს ინტერნეიშენელის“ პრეზიდენტთან  გუდრუნ ბიორთ ინგვადოტირთან.

,,ლაინს ქლაბ ინტერნეიშენელი“ არის მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1917 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტებს. ორგანიზაციის შემოწირულობებით იქმნება ფონდები, რომლის ფარგლებშიც ხდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება, მათ შორის: სიბრმავის დაძლევა, დიაბეტის პრევენცია, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ახალგაზრდული საგანმანათლებლო, გარემოს დაცვითი პროექტები და სხვა.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N 33, ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.