ისრაელიას დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში

2012 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, ისრაელის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხაიმა შიბას სახელობის სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) საფრას ბავშვთა ჰოსპიტალის ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი რამ მაზკერეფი და ისრაელის შნაიდერის ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან პროფესორი ოვდი დაგანი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი ხათუნა ლომაური.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ადამიანური რესურსების მობილიზებისა და კადრების გადამზადების საკითხები.

ისრაელის დელეგაციის წევრების ქართველ ექიმებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა ორი კანდიდატი, რომლებიც ორწლიან სტაჟირებას გაივლიან ისრაელის წამყვან კლინიკებში.

ებრაელმა კოლეგებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტებისთვის და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებისთვის წაიკითხეს ლექციები :
,,ჩვილ ბავშვთა სიკვდილობა საქართველოში“;
,,ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი“;
,,პოსტოპერაციულ პაციენტთა ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მართვა“;
,,ბავშვთა სასიცოცხლო მაჩვენებლების სტაბილიზება“.

უცხოელმა პროფესორებმა კონსულტაცია გაუწიეს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს.