19–21 ოქტომბერი, IV საერთაშორისო კონფერენცია “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

2012 წლის 19-21 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, კურორტ წყალტუბოში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”, რომელიც მიეძღვნა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.


კონფერნცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკუტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინა კვაჭაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ქავთარაძე, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ნატო კაკაბაძე, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მარინა გიორგობიანი, შპს „დეკა“-ს ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი, თსსუ-ის ფარმაკოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნელი ანთელავა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მედიცინის დოქტორი ქეთევან ხაზარაძე. 

   


სიტყვით გამოვიდნენ: პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ირაკლი ფაღავა, შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუის დირექტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე, გარემოს მედიცინის ასოციაციის პრზიდენტი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე, თსსუ-ის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი დავით (შალვა) ზარნაძე.
IV საერთაშორისო კონფერენციაზე - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია” მოხსენებები წარმოადგინეს:


კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - “რადონის პრობლემა საქართველოში”.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდა სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” (სპეციალური გამოშვება).
IV საერთაშორისო კონფერენციის - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია” მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და განახლებული ბაგრატის ტაძარი.