ევროპის ონკოლოგთა სკოლის ექსპერტ–რადიოლოგთა სამუშაო შეხვედრა

2012 წლის, 22-23 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი „რადიოლოგია და რადიოგრაფია“, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის ონკოლოგთა სკოლის პროფესორები: მარკო როსელი დელ ტურკო და დანიელა ამბროგეტტი, რომლებმაც ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

 ორდღიანი სემინარის მიზანი საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის გაუმჯობესება და მამოგრაფიული სკრინინგის უკანასკნელი მიღწევების გაცნობა იყო. სემინარი შედგებოდა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკულ ნაწილისაგან. 

განხილული იქნა ძუძუს კიბოს შემდეგი ასპექტები:
„მიკროკალცინატების შეფასება“ – პროფ. დ. ამბროგეტტი;
„კლინიკური შემთხვევების პრეზენტაცია და განხილვა“ – პროფ. დ. ამბროგეტტი;
„ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსის შეფასება“ – პროფ. მ. როსელი დელ ტურკო;
„კლინიკური შემთხვევების განხილვა ნეგატოსკოპით“ – პროფესორები: დ. ამბროგეტტი, მ. როსელი დელ ტურკო;
„ინტერვალური კიბო“ – პროფ. მ. როსელი დელ ტურკო;
„ვარსკვლავისებრი წარმონაქმნების შეფასება“ – პროფ. დ. ამბროგეტტი;
„სკრინინგით აღმოჩენილი წარმონაქმნების შეფასების პროტოკოლი“ – პროფ. მ. როსელი დელ ტურკო.

საქართველოში, ევროპის ონკოლოგთა სკოლის წარმომადგენლების სემინარი, თბილისის მუნიციპალიტეტის, ეროვნული სკრინინგ-ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით მეორედ ჩატარდა.

სკრინინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა–ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით.