კონკურსი ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში, პოლონეთი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი  აცხადებს კონკურსს  მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ნიშნების ამონაწერი ( GPA ) ინგლისურ ენაზე ნათარგმნი;

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი);

პასპორტის ასლი .


დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე  nkandelaki@hotmail.com or Erasmus@tsmu.edu 


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 2018 წლის  30 ნოემბერი  16:00 საათი;

სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი) .


შენიშვნა: 

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nkandelaki@hotmail.com