თსსუ-ს რადიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის მალხაზ მიზანდარის ვიზიტი ლონდონში

2012 წლის 15-16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მალხაზ მიზანდარი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ,,ლონდონის იმპერიული კოლეჯის ქირურგიის და კიბოს დეპარტამენტის ყოველწლიურ HPB კონფერენცია“–ზე, სადაც წარადგინა მოხსენება.

კონგრესზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

პროფ. მალხაზ მიზანდარი (საქართველო) -"სანათურშიდა ბალაცია, სანაღვლე გზები, ვირზუნგის სადინარი, კარის ვენა“;
პროფ. მაკოტო სუნამურა (იაპონია) -"პანკრეასის კიბოს მეტაბონომიკური სკრინინგი“;
მადჰავა პაი(დიდიბრიტანეთი)-"ღვიძლის რეზექცია რადიოსიხშირული აბლაციის გამოყენებით“;
დევიდ ვესტები (დიდი ბრიტანეთი) -"რადიოსიხშირული აბლაცია არაოპერაბელური სანაღვლე გზების და პანკრეასიის კიბოს დროს“;
პროფ. ფილიპ ბაჩელიერი (საფრანგეთი) -"სიახლეები პანკრეასის რადიკალურ ქირურგიაში“;
პროფ. შინჯი უემოტო (იაპონია) - "ღვიძლის ტრანსპლანტაცია“;
პროფ. ჯორგ. პოლლოკი (გერმანია) - "ჰეპატოციტების სამგანზომილებიანი მოდელები“;
პროფ. კაი-ვენ ჰუანგი (ტაივანი) - "Habib 4X ლაპარასკოპიის გამოყენება ტაიბეიში“;
ლონგ ჯიაო (დიდი ბრიტანეთი) -"ლაპარასკოპიული ვიპლი“;
დუნკან სპელდინგი ((დიდი ბრიტანეთი) - "მიკრო რნმ და ქოლანგიოკარცინომა“;
ვიკაშ რიბიე(დიდი ბრიტანეთი) - "ინ ვიტრო კულტივირებული რნმ და ღვიძლის კიბო“;
პროფ. კაი-ვენ ჰუანგი (ტაივანი) - " ინ ვიტრო კულტივირებული რნმ “;
ვივიენ რესენდე (ბრაზილია) - "გენური მუტაცია ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული კიბოს დროს“;
ადამ ფრემფტონი (დიდი ბრიტანეთი) - "მიკრო რნმ და პანკრეასის კიბო“;
პოლ მინტზი (დიდი ბრიტანეთი) - "ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა“.