უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 15–30 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. უცხოელმა კოლეგებმა სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში.
პროფ. რაიმონდ შტაინი- გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტი(გერმანია):
,,ზედა საშარდე გზები“;
,,ქვედა საშარდე გზები და გარეთა სასქესო ორგანოები“;
,,თირკმლის კიბო“.

პროფ. ფრანკ რჰეიმი-მინესოტის უნივერსიტეტი (აშშ), მედიცინის ფაკულტეტი, ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტი:

 
 
 
 

,,ანტიბიოტიკების გამოყენება: ქირურგიული ინფექციების პროფილაკტიკა, ეზისტენტობა, ანტიბაქტერიული თერაპიის მართვა“;
,,ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები: ენცეფალიტი, მენინგიტი“;
,,ძვლოვანი სისტემის ინფექციები: ოსტეომიელიტი, პროთეზთან დაკავშირებული ინფექციები ";
,,B და C-ჰეპატიტი“;
,,იმუნოსუპრესიის შედეგად განვითარებული ინფექციები“;
,,გულ-სისხლძარღვთა სისტემის ინფექციები, ენდოკარდიტი.
,,სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები: ზედა საუნთქი გზების ინფექციები, პნევმონია, სინუსიტი“;
,,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ცელულიტი, აბსცესი, დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული ინფექციები, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი“;
,,აივ-ინფექცია“;
,,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: დიარეა, მოგზაურთა დიარეა“.

პროფ. პოლ ლასკო-მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტი (კვებეკი, კანადა), ბიოლოგიის დეპარტამენტი:
,,გენეტიკური დაავადებების მექანიზმების კვლევა დროზოფილას საშუალებით “;
,,გენომური რევოლუცია იშვიათ დაავადებათა კვლევებში: მიღწევები და დაბრკოლებები“;
,,გენეტიკური კვლევები და სწავლებები მაკგილის უნივერსიტეტში“.

პროფ. პერიანან კუპუსამი – ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტი:
,,მიოკარდიუმის ინფარქტის თერაპია ჟანგბადის და ღეროვანი უჯრედების გამოყენებით“ ;
,,გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ბიფუნქციური მედიკამენტებით“.

ბერლინის ჩარიტის კლინიკის ნეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ჰალმარ ბერნულფ შტაინაუერი:
,,ჰიპერტენზია- პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“;
,,თირკმლის უკმარისობა და პერიტონეალური დიალიზი“.

პროფ. ჯეიმს კიკლენდი -მეიოს კლინიკა, როჩესტერი, მინესოტა:
,,დაბერების მექანიზმი“;
,,ანთებითი პროცესის განვითარების მექანიზმი ჭარბწონიანობისას“;
,,ძვლის მსხვრევადობის მექანიზმი მოხუც პაციენტებში, დიაგნოზი და მართვა“.

პროფ. რამ მაზკერეფი-ხაიმა შიბას სახელობის სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) საფრას ბავშვთა ჰოსპიტალის ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი:
,,ახალშობილთა სიკვდილიანობა“;
,,ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს–სინდრომი“;
,,სიყვითლე ახალშობილებში“.

პროფ. დაგანი-შნაიდერის ბავშვთა სამედიცინო ცენტრი:
,,ფიზიოლოგიის საწყისების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში“;
,,პედიატრიული პაციენტების რესპირატორული დახმარება“;
,,პედიატრიული პაციენტების ოპერაციის შემდგომი მართვა“.

პროფ. ჰანა ჰუბალკოვა-პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი:
,,კბილთა გვირგვინების მასშტაბური დაზიანების დაბჟენის ძირითადი პრობლემები“;
,,კბილთა პრეპარირების ძირითადი ასპექტები ორთოდონტიულ სტომატილოგიაში“;
,,სტომატოლოგიური მასალების ვიზუალიზაცია ელექტრომაგნიტური რეზონანსით კვლევისას“.