სტუდენტური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთი

2012 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის სპორტულ დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით ჩატარდა სტუდენტური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ–ის 40 სტუდენტი.

გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი:

I ადგილი: დავით ხუბულური (მედიცინის ფაკ. I კ.);
II ადგილი: გიორგი ჭოლაძე (მედიცინის ფაკ. I კ.);
III ადგილი: გიორგი ცუცქირიძე (ჯანდაცვის ფაკ. I კ.).

გამარჯვებულებს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გადასცეს სიგელები, მედლები და თასები.