ჩემპიონატი „Street Ball“– ში

2012 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში (ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33), სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით ჩატარდა ჩემპიონატი "Street Ball"-ში. მონაწილეობა მიიღო თსსუ–ის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა შვიდმა გუნდმა: „დეჟავუ“, „25-ე“, „24-ე“, „ ქუთაისი“, „Angry Birds“, „ Loosers“, „ Backstreet Boys“.
გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი:

I ადგილი: „Angry Birds“;
II ადგილი: „Loosers“ ;
III ადგილი: „ქუთაისი“.

გამარჯვებულებს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გადასცეს სიგელები, მედლები და თასები.