უმცროსი ექიმებისა და სპეციალობის მაძიებლების საყურადღებოდ!

თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წლის  15 - 26  ნოემბრის  ჩათვლით  აცხადებს რეგისტრაციას სარეზიდენტო პროგრამების შემადგენელ მოდულებზე:

სპეციალობის მაძიებლებისათვის,  რომლებმაც მზადება დაიწყეს  2013 წლის 20 დეკემბრის შემდგომ და გავლილი აქვთ რომელიმე კლინიკური მოდული:

(2014 წლის თებერვლიდან  მოქმედი სარეზიდენტო პროგრამების გათვალისწინებით)


„უროლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის IV წელი:

მოდული  4.1. ზოგადი უროლოგია, სპეციალური ოპერაციული ტექნიკები უროლოგიაში,  სტაციონარში მუშაობა - 6 თვე;    ლიმიტი – 1  მაძიებელი


კლინიკური ბაზა
განხ. ვადები
თავისუფალი ლიმიტი
შპს “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი” ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ#5,         
03.12.18. – 03.06.19.
1


 მოდული  4.3. ურო-გენიტალურ ორგანოთა განვითარების მანკები/ბავშვთა უროლოგია - 3 თვე;                ლიმიტი – 2  მაძიებელი.


კლინიკური ბაზა
განხ. ვადები
თავისუფალი ლიმიტი
შპს “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი” ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ#5,
17.12.18. – 17.03.19.
1
ს.ს. ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი ქ. თბილისი, წინანდლის ქ.#9,
17.12.18. – 17.03.19.
1


უმცროსი ექიმების/ სპეციალობის მაძიებლების კლინიკური მოდულებზე რეგისტრაციისა და ხელშეკრულებების გაფორმების ინსტრუქცია

I. სპეციალობის მაძიებელი ირჩევს სასურველ მოდულს. კომისიის წევრი ამოწმებს არის თუ არა თავისუფალი ადგილი მაძიებლისათვის სასურველ მოდულზე;

II. თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში, სპეციალობის მაძიებელი რეგისტრაციის გავლისათვის წარადგენს შემდეგ საბუთებს: 

1. პირადობის მოწმობა და მისი ასლი;

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და ასლი;

3. უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და ასლი;

5. ერთი ფოტოსურათი 3X4

რეგისტრაციის დროს მზადების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ უნდა იქნეს წარმოდგენილი!

III. საბუთების მისაღები კომისიის წევრი ამოწმებს რამდენად სრულად არის საბუთები წარმოდგენილი. თუ საბუთები არასრულია, მაძიებელს რეგისტრაციაში არ ატარებენ და მან უნდა დატოვოს ოთახი.

IV. თუ საბუთები წესრიგშია, სპეციალობის მაძიებელი ავსებს განცხადების ფორმას,  სადაც აფიქსირებს განცხადების შევსების თარიღსა და დროს.

V. ამის შემდეგ სპეციალობის მაძიებელი მიდის ბანკში, მოდულით მზადების საფასურის გადასახდელად. (საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღის 1700 საათამდე). თუ ქვითარი  დროულად არ იქნა წარმოდგენილი, მაძიებლის საბუთები არ მიიღება და რეგისტრაციას გაივლის რიგით მომდევნო სპეციალობის მაძიებელი.

VI. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ სპეციალობის მაძიებელი ავსებს ხელშეკრულების ფორმას და მისი მონაცემები ფიქსირდება სარეგისტრაციო ჟურნალში. 

VII. 30 რიცხვში მას გადაეცემა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც მან უნდა გადასცეს კლინიკური ბაზის კოორდინატორს (საგზური, უწყისი, დასწრების აღრიცხვის ფორმა, მოწმობის დანართი).

საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მე-7 სართულზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში.  11.00 სთ-დან    17.00 სთ-მდე