ჩეხი პროფესორების ლექციები თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში

2012 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ პროფესორები: ივო დრიჟალი - კარლის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის დეპარტამენტი და საუნივერსიტეტო კლინიკა და ვლადიმირ დვორაკი - სტომატოლოგიური კლინიკა ,,ლიპას სტომატოლოგიური ცენტრი“–ს მთავარი ექიმი, სტომატოლოგიური ჟურნალის - ,,პროგრესდენტი’’ მთავარი რედაქტორი.
ჩეხმა კოლეგებმა თსსუ–ის აპ. ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:
პაროდონტიტის მკურნალობა;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები:

ა) მელკერსონ–როზენტალის სინდრომი;
ბ) პემფიგუსი, პემფიგოიდი – კლინიკა, მკურნალობა.

 

     
     

ლექციების დასასრულს, სტომატოლოგიური კლინიკა ,,ლიპას სტომატოლოგიური ცენტრი“–ს მთავარმა ექიმმა, პროფესორმა ვლადიმირ დვორაკმა ჩაატარა პროფილური სტომატოლოგიური ჟურნალის ,,პროგრესდენტი’’ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს უახლეს მიღწევებს: გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ სიახლეებს, ინფორმაციას მედიკამენტების შესახებ, რჩევებს - როგორც სტომატოლოგიის სპეციალისტების, ისე პაციენტებისთვის.