მუსიკა ნეირომეცნიერების კლინიკურ კონტექსტში - მუსიკა და დემენცია

22  ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჯ. ვიტოლის სახელობის ლატვიის მუსიკის აკადემიის სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი,  პროფესორი ლანა ბურმისტროვა ეწვევა,  რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას - "მუსიკა ნეირომეცნიერების კლინიკურ კონტექსტში: მუსიკა და დემენცია".

პროფესორი  ლანა ბურმისტროვა   ისაუბრებს  მუსიკის  თერაპიული გამოყენების დადებით ეფექტებზე დემენციის   მქონე   პაციენტებისთვის,ასევე, განიხილავს მუსიკის გამოყენების ეფექტურობას ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების   შემთხვევაშიც,   წარმოადგენს  მუსიკის   გამოყენებით  ზემოაღნიშნული  დაავადებების  პრევენციის   შესაძლებლობებსაც. 

სამუშაო ენა - ინგლისური

დღე: 22 ნოემბერი
დრო: 16:00 საათი
ადგილი: თსსუ-ის სადისერტაციო დარბაზი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული.