თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის დეპარტამენტის პროფესორი ლაშა მსხილაძის ვიზიტი მარსელის უნივერსიტეტში (საფრანგეთი)

 2012 წლის 2 – 29 ოქტომბრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის დეპარტამენტის პროფესორი ლაშა მსხილაძე კვლევითი და საგანმანათლებლო მისიით იმყოფებოდა მარსელის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის, ფარმაკოგნოზიის, ეთნოფარმაკოლოგია-ჰომეოპათიის ლაბორატორიაში (საფრანგეთი). 

საფრანგეთში ყოფნისას ლაშა მსხილაძე გაეცნო ფარმაციის ბაკალავრიატის პროგრამას - ფარმაკოგნოზიაში – „ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები“, ასევე სამაგისტრო პროგრამის მოდულებს – „ადამიანის გავლენა გარემოზე“ და „ჯანმრთელობა და გარემო“.

აღნიშნული მისია კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს თსსუ-სა და მარსელის უნივერსიტეტის ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის საქმეში, რომლიც 1997 წელს დაიწყო, მოიცავს ხუთ სადოქტორო დისერტაციას და მრავალრიცხოვან გაცვლით თანამშრომლობას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მარსელის უნივერსიტეტის – „პიერ ფაბრის“ ლაბორატორიასთან გეგმავს ერთობლივ კვლევით პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს მცენარეთა ციტოტოქსიური პოტენციალის შეფასება ანტისისმსივნური ნაერთების მოძიებით, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება მარსელის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი - “ობსერვაციის მიზეზი – ადამიანი-გარემო“, რომელიც მომზადების პროცესშია.