მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 7-12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ფარმაციის ფაკულტეტის ორგანული და თერაპიული ქიმიიის პროფესორები ჟოზე მალდონადო და პასკალ ღალოტე, რომლებმაც თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

     

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის დეპარტამენტის პროფესორები დავით ჯინჭარაძე და ლაშა მსხილაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხანგრძლივ და ნაყოფიერ კავშირზე, რომელიც არსებობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტებს შორის, დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.