დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. „მცენარეული ბოჭკოს ეფექტი ზედა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების კლინიკურ მდგომარეობასა და სიცოცხლის ხარისხზე“

•  სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი  გელა სულაბერიძე

                                                         ასოც. პროფესორი  მაია ოკუჯავა

2. „მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მკურნალობა დიდი წვივის ძვლის მაღალი სოლისებრი ღია ძვალკვეთითა და ართროსკოპიული ქონდროპლასტიკით“

• სამეცნიერო ხელმძღვანელი:     პროფესორი  თორნიკე ნოზაძე

3. „საქართველოში გავრცელებული ვაზის ზოგიერთი ჯიშის ყლორტების  პოლიფენოლების მამოდულირებელი გავლენა სტატინების ფარმაკოკინეტიკასა  და ჰიპოლიპიდემიური ეფექტის პოტენცირებაზე“

•  სამეცნიერო ხელმძღვანელები:   პროფესორი  თამაზ მურთაზაშვილი 

                             ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ნოდარ მითაგვარია 

                             კონსულტანტი – პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1.  განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

2.  განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);

3.  შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4.  უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5.  სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6.  პირადობის მოწმობის ასლი;

7.  რეზიუმე (CV)  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8.  ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

საბუთების მიღება იწარმოებს  2018  წლის  20 ნოემბრიდან  20 დეკემბრის ჩათვლით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10:00–დან 17:00სთ–მდე (შესვენება 13:15–დან 14:00 სთ–მდე).

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი № 817.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 817).