16-17 ნოემბერი - “სტუდენტთა საერთაშორისო დღეები -2012”

2012 წლის 16-17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, აღინიშნა „სტუდენტთა საერთაშორისო დღეები - 2012“...

  1939 წლის 28 ოქტომბერს, ფაშისტური ძალების მიერ  ჩეხოსლოვაკიაში განათლების დღისადმი მიძღვნილი დემონასტრაციის დარბევისას, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის იან იპლეტალის სიცოცხლე შეეწირა. 15 ნოემბერს, იპლეტალის დასაფლავების დღეს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა და სტუდენტობამ  საპროტესტო აქცია ჩაატარეს. 

1939 წლის 17 ნოემბერს ფაშისტურმა ძალებმა ალყა შემოარტყა ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. ფაშისტემბა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე,  ზარკსჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს 1200 სტუდენტი, რომელთაგანაც ცხრა სტუდენტს სასტიკად გაუსწორდნენ და დახვრიტეს.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში, ფაშიზმის წინააღდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, საქართველოში პირველად, აღნიშნა სტუდენტთა საერთაშრისო დღე და მას შემდეგ ღონისძიებამ მიიღო ტრადიციული ხასიათი, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროექტების ორგანიზებაში, რომელთა მიმდინარეობაში, როგორც საქართველოს, ისე უცხოელი სტუდენტების უმრავლესობაა ჩართული.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით  თსსუ-ის I სასწავლო კორპუსის ფოიეში ჩატარდა ნახატების, ტიხრული მინანქრის, ფოტონამუშევრების და ხელნაკეთ ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  ასევე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

თსსუ-ის III სასწავლო კორპუსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ოთახში, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, „სისხლის ბანკისა“ და არასამთავრებო ორგანიზაცია „დონორთა კლუბის“ ინიციატივით ჩატარდა სისხლის უანგარო დონაცია - “გაიღე სისხლი უანგაროდ” . აქციაში თსსუ–ის 30-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანია საქართველოში სისხლის უანგარო დონორობა და სიცოცხლის გადარჩენის პოპულარიზაცია.

თსსუ-ის III სასწავლო კორპუსის, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და მინიფეხბურთში.

გამოვლენილი საპრიზო ადგილები:

121120_studentta_saert_dge_02_800x600
121120_studentta_saert_dge_03_800x600
121120_studentta_saert_dge_04_800x600

ჩემპიონატი ჭადრაკში:
I ადგილი -  გვანცა ნიქაბაძე  (მედიცინის ფაკ.,  IV კ);
II ადგილი - დავით გოცირიძე (ფარმაციის ფაკ.,  III კ.);
 III ადგილი - გიორგი მიქაძე (სტომატოლოგიის ფაკ., II). 

ჩემპიონატი ნარდში:
I ადგილი - დავით შველიძე (მედიცინის ფაკ. , II კ.);
II ადგილი -  ლაშა  ქიქავა (მედიცინის ფაკ., II კ.);
 III ადგილი -  ზაზა აბესაძე (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკ.,  II კ.). 

ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში:
I ადგილი - დავით ხუბულური (მედიცინის ფაკ.,  II კ.);
II ადგილი - ვახო სართანია (მედიცინის ფაკ.,  III კ.);
III ადგილი -  ზუკა მათიკაშვილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკ.,  IV კ).

ჩემპიონატი მინიფეხბურთში:
მინიფეხბურთის ჩემპიონატში სულ მონაწილეობდა 10 გუნდი:
„რეალი“, „ჰადესი“, „ზევსი“, „ბილწები“, „აპინოქსი“, „პირველი“,
„იმედი“, „კატენაჩო“,  “რეაბილიტაცია“,„ცენტურიონი“.

გამოვლინდა III საპრიზო ადგილი: 
I ადგილი - „კატენაჩო“;
II ადგილი - „რეაბილიტაცია“;
III ადგილი - „ცენტურიონი“.

I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სტუდენტთა საერთაშორისო დღის ფარგლებში,  გაიმართა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. სულ მონაწილეობდა 18 გუნდი: „ბლიცკრიგი“ , ,,სასიკვდილო დარტყმა " , ,,დაგვაკლეს ",  „XVII“ ,  „პულსი“,  „კოლაფსი“, „Vendeta“,  „ურაკპარაკი“,  ,,ჯანდაცვა",  „Vicent-vega“, ,,K-pax ",  ,, ახლა მაინც წავაგებთ", „ფანტომასი“, „რადიატორი“, „თვითაღიარებული გენიოსები“, „ბელა“, „თოკუშკები“, ,, მამადუ ნიანგი ".

გამოვლინდა III საპრიზო ადგილი:
I ადგილი: ,, ახლა მაინც წავაგებთ";
II ადგილი:  ,, K-pax ";
III  ადგილი: ,, მამადუ ნიანგი ".

ადმინისტრაციული კორპუსის "სადისერტაციო დარბაზში" ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია "მდედრობთი სქესის ფსიქოლოგია". პრეზენტაციები წარმოადგინეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ნიკა გვაზავამ, ქეთევან კობერიძემ და ლიკა მედულაშვილმა.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ  მამა თეოდორე გიგნაძე, მამა თომა ცეცხლაძე და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი,რომლებმაც  ისაუბრეს ქალიშვილობის თემაზე.

III სასწავლო  კორპუსის „საშობაო დარბაზში“ გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა პოეტმა რეზი ქინქლაძემ.

თსსუ–ის  III სასწავლო კორპუსის  „წითელ დარბაზში“, გაიმართა,   დღის მანძილზე ჩატარებულ  ღონისძიებებში გამარჯვებული  სტუდენტების  დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სიტყვით გამოვიდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი  კახა აბულაძე. დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა კანდელაკი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ–ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები  და პროფესორ–მასწავლებლები.  „სტუდენტური დღეები–2012“ დასრულდა  აქციით  “სტუდენტობა გვაერთიანებს“ . სტუდენტებმა 00:00 საათზე მოაწყვეს   სტუდენტური ერთიანობის სიმბოლური ჯაჭვი და გაუშვეს ცის მანათობლები.