თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Cellmax life-თან (კალიფორნია, აშშ) ერთად, აგრძელებს ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში.
მესამე ლექცია "გასტროენტეროლოგიური კიბოს წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი" ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში 22 ნოემბერს 17:00 საათზე.
ლექციას წაიკითხავს უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.
ლექციებზე დასწრების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატს.
ლექციათა ციკლი გაგრძელდება და ჩატარდება თვეში ერთხელ.
შემდეგ ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები: დავით ქოჩიაშვილი, თინათინ ჩიქოვანი, ირაკლი კოხრეიძე.
ლექციის დაწყების თარიღი: 2018 წლის 22 ნოემბერი
დრო: 17:00 საათზე
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველი სართული, საბჭოების დარბაზი, ვაჟა-ფშაველას 33