საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე აკრედიტაცია
გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროგრამებმა:
I. ონლაინ პროგრამები:
1. ონლაინ სასწავლო კურსი „ანტენატალური მეთვალყურეობა“ – I ტიპის 12 უპგ ქულა;
2.
ონლაინ სასწავლო კურსი
„ანტენატალური მეთვალყურეობა (კლინიკური შემთხვევა)“ –
I ტიპის 6 უპგ ქულა;
ორივე პროგრამა განკუთვნილია მეანობა–გინეკოლოგიაში
სერტიფიცირებული ექიმებისათვის.
პროგრამების ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.
პროგრამა უფასოა. მისამართი : http://cme.tsmu.edu
II. დასწრებული უსგ პროგრამები:
1. “ანტენატალური
დაკვირვება – მტკიცებულებების განხილვა” პროგრამის ხანგრძივობა 3 დღე – I ტიპის 18 უპგ ქულა;
2. “მშობიარობის
შემდგომი სისხლდენა - პროფილაქტიკა და მკურნალობა” - პროგრამის ხანგრძივობა 3 დღე –I ტიპის
18 უპგ ქულა;
3. “ნაყოფის
გულისცემის მონიტორინგი” – პროგრამის ხანგრძლივობა 2 დღე – I ტიპის
12 უპგ ქულა;
სამივე პროგრამა განკუთვნილია მეანობა–გინეკოლოგიაში
სერტიფიცირებული ექიმებისათვის.
პროგრამების ხელმძღვანელია პროფესორი თენგიზ ასათიანი.
4. „შინაგანი
სნეულებანი, მათი დიაგნოსტიკის, სწორი თერაპიული სტრატეგიების, კლინიკური ფარმაკოლოგიისა
და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები“ - პროგრამის ხანგრძლივობა
5 დღე – I
ტიპის 25 უპგ ქულა;
5. “კლინიკური ფარმაკოლოგიის და რაციონალური ფარმაკოთერაპიის პრაქტიკული
და საკვანძო საკითხები” - პროგრამის ხანგრძივობა 5 დღე – I ტიპის
25 უპგ ქულა;
პროგრამები განკუთვნილია ყველა საექიმო სპეციალობაში
სერტიფიცირტებული ექიმებისათვის გარდა, რადიოლოგიისა, სასამართლო მედიცინისა, ლაბორატორიული
მედიცინისა, ორთოპედიული სტომატოლოგიისა, პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგიისა,
ორთოდონტიისა და ბირთვული მედიცინისა.
6. „ბიოსამედიცინო
კვლევის საკვანძო და აქტუალური საკითხები“ - პროგრამის ხანგრძლივობა
3 დღე – I
ტიპის 12 უპგ ქულა;
პროგრამა განკუთვნილია,
ყველა საექიმო სპეციალობაში სერტიფიცირტებული ექიმებისათვის.
პროგრამების ხელმძღვანელია
ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბუთების მიღება მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში,
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, მეშვიდე სართული, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების
და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
222 33 22. 254 25 52