პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო -

2012 წლის 15 ნოემბერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო  კორპუსის “წითელ დარბაზში” ჩატარდა ექიმისა და პოეტის ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო "პოეზია და მუსიკა", რომელშიც მონაწილეობდნენ:  „თეატრალური კვარტეტი“,  „ქართული ხმები“, „ლილო“, ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, გია დავითიანი, ეკა კვალიაშვილი, სოფო ბედია, ნინო ძოწენიძე, ნათია ქოროღლიშვილი, სოფო პაპუაშვილი, ანი სირაძე, გიორგი მეფისაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, მერაბ ვარდოსანიძე.

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები.