სემინარი ,,ელექტრო კარდიოგრამა ნორმასა და პათოლოგიაში,,

2012 წლის  20 ნოემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  თსსუ-ის  სტუდენტური თვითმართველობის ,,სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სამსახური“-ის ორგანიზებით,  ჩატარდა სემინარი ,,ელექტროკარდიოგრამა ნორმასა და პათოლოგიაში“, სემინარი  ჩაატარა კარდიოლოგმა  და ელექტროფიზიოლოგმა, პროფესორმა  ეთერ ცეცხლაძემ, რომელმაც განიხილა გულის გამტარებელი სისტემის დარღვევები და მიოკარდიუმის დაავადებები.

სემინარი განსაკუთრებით ინფორმაციული იყო მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელთათვის, რადგან  მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა პათოლოგიის დროს ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების ანალიზი, ზუსტი  დიაგნოსტიკა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.