ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შორის

2012 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ტელეხიდი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის IV კურსის  და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის.

სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ ჯონ სანკოს ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა - „ჰემორაგიული ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია და თანამედროვე მეთოდების გამოყენება“. გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა ნეირორეაბილიტაციის საკითხებზე და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ  სარეაბილიტაციო მიდგომების და მეთოდების გამოყენების თავისებურებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ღონისძიებამ, სკრენტონის უნივერსიტეტისა და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამსწრე აკადემიური პერსონალის ორმხრივი მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაისახა სამომავლო  გეგმები.