ჰიბრუს უნივერსიტეტის (ისრაელი) ჰადასას სამედიცინო სკოლის კვებისა და მეტაბოლიზმის დეპარტამენტის პროფესორის ელიოტ ბერის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 10-14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჰიბრუს უნივერსიტეტის (ისრაელი) ჰადასას სამედიცინო სკოლის კვებისა და მეტაბოლიზმის დეპარტამენტის პროფესორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი ელიოტ ბერი, რომლემაც უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის   წაიკითხა შვიდი ლექცია კვების თემატიკაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.