საჯარო ლექცია - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები“

2012 წლის 7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, სტუდენტური თვითმმართველობის და არასამთავრებო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ ორგანიზებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

არასამთავრებო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციის პედაგოგმა გია ჯვარშეიშვილმა ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, ასევე საზოგადოებას გააცნო თეთრი ხელჯოხის, ტაქტილური ნივთების, ბრაილის შრიფტის ისტორია და გამოყენება.

კონფერენციაზე განიხილეს უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემები და სტერეოტიპები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს.