2012 წლის 10-11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ექსპერტები - პროფესორები ანა-მარია რეიდი, რიჩარდ ფულერი, მარტინ მაკარავეი და გოდფრი პელი, რომლებმაც თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარეს სიმპოზიუმი „სამედიცინო განათლების ძირითადი სტრატეგიები XXI საუკუნეში“ ; ვორქშოპები: „OSCE-ის პრინციპები, დიზაინი და ჩატარება“ და „მომავლის აკადემიური პერსონალი“. ბრიტანელი ექსპერტების ჩატარებულმა ღონისძიებებმა აკადემიური პერსომალისა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
![]() |
![]() |
სიმპოზიუმი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა ბრიტანელ ექსპერტთა და თსსუ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რაც ხელს უწყობს თსსუ-ის ძირითად სტრატეგიას სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ევროპული სტანდარტების სრულად დამკვიდრებაში.
![]() |
დისკუსიები შეეხო სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს. მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ბრიტანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სიმპოზიუმში მონაწილე თსსუ-ის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კომპეტენცია, თსსუ-ში განხორციელებული რეფორმის შედეგები და გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.
![]() |
![]() |