ლექცია - პროსტატის კიბოს მემკვიდრული კომპონენტი, ოჯახის წევრთა გენეტიკური ტესტირება და მენეჯმენტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Cellmax life-თან (კალიფორნია, აშშ) ერთად, ასრულებს ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში. 

ციკლის ბოლო  ლექცია "პროსტატის კიბოს მემკვიდრული კომპონენტი, ოჯახის წევრთა გენეტიკური ტესტირება და მენეჯმენტი" ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის  სადისერტაციო დარბაზში (ვაჟა-ფშაველას 33) 21  დეკემბერს 17:00 საათზე. 

ლექციას წაიკითხავს უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი დავით ქოჩიაშვილი.

შემაჯამებელ მოხსენებას გააკეთებს იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.

ლექციებზე დამსწრეებს თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატი გადაეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.