თსსუ-ის საკალათბურთო გუნდის მოგება

2012 წლის 15 დეკემბერს, სუპერლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ”თსსუ” და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  გუნდი ”სტუ”. 

შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.  მედიკოსებმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვეს  და თამაში ანგარიშით - 85:77 დასრულდა.

ვულოცავთ თსსუ-ის გუნდს მოგებას და ვუსურვებთ  შემდგომ წარმატებებს!