წვეულება პირველკურსელთათვის კლუბ ”ტრიუმფში”

2012 წლის 7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, კლუბ „ტრიუმფში“ მოეწყო სტუდენტური წვეულება პირველკურსელთათვის.

წვეულებაზე მოეწყო: თამაშები, Flash Mobi, სხვადასხვა გასართობი სანახაობები და გათამაშდა საჩუქრები. სტუდენტებისათვის განწყობის შექმნაზე ზრუნავდა ჯგუფი "ურსა" და Dj Jazanova.

საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი პროფესორი დავით ჭავჭანიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

სტუდენტური  თვითმმართველობა  მომავალშიც  გეგმავს  მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.