2012 წლის 17-20 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის დელეგაცია - გერმანიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციების ლექტორები: თსსუ–ის მიერ მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი და დოქტორი კარსტენ კრაბსი.
თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოწვეულმა უცხოელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები, ჩაატარეს თსსუ–ის საუნივერსიტეტო გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ოპერაციები და კონსულტაციები.
|
|
|
|
ლექციები ჩატარდა შემდეგ თემატიკაზე:
18 და 19 დეკემბერს თსსუ–ის საუნივერსიტეტო გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გერმანელმა კოლეგებმა ჩატაარეს ოპერაციები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.