„საინტერესო კლინიკური შემთხვევები“

2012 წლის 14 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია "საინტერესო კლინიკური შემთხვევები".

მონაწილეებმაწარმოადგინესშემდეგითემები:

,,აპენდიქსის კიბო" – გიორგი ლოლაძე (მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი);
–,,ტკივილის მიმართ თანდაყოლილი უგრძნობლობა" – რუსუდან მამუჭაძე (მედიცინის ფაკულტეტი,  I კურსი);
–,,SHORT-TERM MEMORY LOSS'' – ავთანდილ ცუცქირიძე (მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი);
,,ლიპოსარკომა" – ანა ძოლაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი);
–,,ოჯახური უძილობა" – მარიანა არაბული (მედიცინის ფაკულტეტი, III კურსი);
–,,მაქციას სინდრომი" – ნინო ბურჯანაძე (მედიცინის ფაკულტეტი, III კურსი);
–,,კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი საგანგებო სიტუაციების დროს" – ირაკლი თორთლაძე (მედიცინის ფაკულტეტი, VIკურსი);
,,კუჭის მწვავე პერფორაცია" – გიორგი ჩანგაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი); ,,გიგანტური ცისტადენომა" – რობიზონ ჩალაბაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი); „ექოლოკაცია(მედიცინის სასწაული)“ – თამარ წიკლაური(მედიცინის ფაკულტეტი, IIIკურსი).      

კონფერენციის ბოლოს ჩატარდა კლინიკური ამოცანების განხილვა.  მონაწილეებსა და ყველაზე აქტიურ სტუდენტებს გადაეცათ  სერტიფიკატები.