2012 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“, ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა საზოგადოების დაარსებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სტუდენტთა სამეცნიერო -კვლევითი კონფერენცია - „მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა წაიკითხეს ლექციები:
– „პორტული ჰიპერტენზიის მკურნალობის ახალი მეთოდი აუტოორგანული ბიოფილტრის გამოყენებით“; „მომავლის მედიცინა, ქსოვილების ბიოინჟინერია და მათი პერსპექტივა კლინიკურ პრაქტიკაში“ - პროფესორი ზურაბ კაკაბაძე.
– „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები კლინიკურ პრაქტიკაში“; „კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები.“ - პროფესორი გოჩა შათირიშვილი.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი ენდოსკოპურ ქირურგიაში.
მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
![]() |
||
|
|