სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო „ღმერთი... სამშობლო... ადამიანი...“

2012  წლის  27 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ სტუდენტური თვითმმართველობისა და პოეტ გიორგი მოსიაშვილის ორგანიზებით, ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - "ღმერთი...სამშობლო....ადამიანი...". რეჟისორი, კომპოზიტორი მარიკა კვალიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანსუღ ჩარკვიანი, ერეკლე საღლიანი, თემურ ჩალაბაშვილი, ნატო მეტონიძე, გია ნიკოლაძე, თემურ წიკლაური, „თეატრალური კვარტეტი“, დავით არჩვაძე, მიხეილ ტყებუჩავა, გიორგი მოსიაშვილი, მამუკა ჩარკვიანი, ირმა გიგანი, რამინ მიქაბერიძე, მიშა ზაქარიაშვილი, ანსამბლი"ფორტე", ანსამბლი "საგალობელი".

საღამოს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე,  უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე შიო, ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი და სხვა სასულიერო პირები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.