თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მორიგი წარმატება იტალიაში

2012 წლის 28 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი მონაწილეობდა ქალაქ ნორმის (იტალია) საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში, სადაც ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 9 ქვეყნის სახალხო და ფოლკლორული ანსამბლები (საქართველო, იტალია, რუსეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ეკვადორი, პერუ, ბენინის რესპუბლიკა, კოლუმბია)

ფესტივალის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული – „მის ფესტივალი“ გახდა თსსუ–ს სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მოცეკვავე ნინი სიხარულიძე.

ამჟამად ანსამბლი წარმატებით აგრძელებს გასტროლებს ევროპაში.