ჰილდეშაიმის უნივერიტეტის (გერმანია) ზოგადი სისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ აქსელ რიხტერის ვიზიტი თსსუ–ში

2012 წლის 27 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჰილდეშაიმის უნივერიტეტის (გერმანია) ზოგადი სისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აქსელ რიხტერი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე.

შეხვედრაზე განიხილეს ჰილდეშაიმის უნივერსიტეტებსა და თსსუ-ს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები.