თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლმა აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა

2012 წლის 16 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ სერტიფიკატები გადასცა საქართველოში არსებულ შემოქმედებით ანსამბლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაციის პროცესი.

28-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლის ქორეოგრაფიულ ჯგუფს (ხელმძღვანელი - ბადრი მაჭავარიანი) გადაეცა ანსამბლის აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა 200–მდე ანსამბლი, რომელთა შორის სერტიფიკატი გადაეცა 75–ს.