ტვენტეს (ჰოლანდია) უნივერსტეტის პროფესორის პეტერ ვოოიჯსის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 12 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვეების ცენტრს ეწვივნენ ტვენტეს (ჰოლანდია) უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ ვოოიჯსი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ქალბატონ ირინა აბრამიშვილის ხელმძღვანელობით.

პროფესორი პეტერ ვოოიჯსი გაეცნო ცენტრში სტუდენტთა სწავლებისა და შეფასების პრინციპებსა და კრიტერიუმებს. რის შემდეგაც, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინა პრეზენტაცია ტვენტეს უნივერსიტეტის ტექნიკური მედიცინის ექსპერიმენტული ცენტრის შესახებ.

თსსუ კლინკური უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომლებმა გამოხატეს დაინტერესება ტვენტეს უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისა და სწავლების მეთოდების მიმართ. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ და პროფესორმა პეტერ ვოოიჯსმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლების საკითხთან დაკავშირებით.

   

ვიზიტის დასასრულს, ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ ვოოიჯსი შეხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რექტორის მოადგილეს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.