“სანტა მარია დელე კროჩის” (რავენნა, იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ცეზარე ფორლინის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 13 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია “სანტა მარია დელე კროჩის” (რავენნა, იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცეზარე ფორლინი, რომელმაც თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისვის და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

- “მხედველობის ორგანოს ტრავმატიზმი”;
- "კატარაქტის გართულებები";
- "იმპლანტანტები ";
- "თვალის ფერადი გარსის ქირურგია თანამედროვე ოფთალმოლოგიაში".

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.