ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) ზოგადი ვისცერული და ტრანსპლანტოლოგიური დეპარტამენტის პროფესორის იან შმიდტის ლექციები და საქველმოქმედო ოპერაციები

2012 წლის 9-12 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) ზოგადი ვისცერული და ტრანსპლანტოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი იან შმიდტი, რომელმაც გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

„ღვიძლის თანამედროვე ქირურგია დღეს“;
„პანკრეასის ქირურგიის თანამედროვე ხედვა“;
„ღვიძლის და თირკმლის ტრანსპლანტაციის ქირურგიული ასპექტები“.

ლექციების პარალელურად, პროფესორმა შმიდტმა 7 ქართველ პაციენტს ჩაუტარა საქველმოქმედო ოპერაცია – თირკმლის ტრანსპლანტაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.