სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი
სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი შეიქმნა 2008 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფუნქცია, გარდა კლინიკურისა, ასევე მოიცავს დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო საქმიანობას.
კლინიკური ცენტრის სამედიცინო პერსონალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კვალიფიკაციით, ხოლო ცენტრის ექიმები პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმატებით უთავსებენ საექიმო და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – თითოეული მათგანი მუშაობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ელიტურ წარმომადგენლებთან და გუნდებთან. ამასთანავე, კლინიკური ცენტრის ექიმები როგორც ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის სპორტული კარდიოლოგიის ჯგუფის წევრები, საკუთარი კვლევის შედეგებით აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.
საერთაშორისო კონტაქტები:
კლინიკურ ცენტრს გააჩნია მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები მსოფლიოს სპორტული მედიცინის ფედერაციასთან, ევროპის სპორტული მედიცინის ასოციაციასთან, გერმანიის სპორტული მედიცინის და პრევენციის ასოციაციასთან, ევროპის ძიუდოს ფედერაციის სამედიცინო კომიტეტთან, ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან, მოლდოვას სპორტული მედიცინის ნაციონალურ ცენტრთან, ევროპის კარდიოლოგთა საზოდოებისა და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციასთან, გულ-სისხლძარღვთა დავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან. კლინიკური ცენტრი რეგულარულად მართავს სხვადასხვა ფორმატის სამეცნიერო ღონისძიებებს და იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონგრესებსა და სემინარებში, აგრეთვე, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოში არსებულ სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან და სპორტულ კლუბებთან.
ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი
ვალერი ახალკაცი