ნიურბერგის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორის, ალბერტ გუსბახერის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 29-30 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ნიურნბერგის (გერმანია) სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორი ალბერტ გუსბახერი, რომელმაც ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები: 
- „მაღალინტენსიური სპორტული დატვირთვებით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებები, მათი რეაბილიტაცია და პრევენცია“;
- „იდაყვის დაზიანება სპორტში, მკურნალობა და რეაბილიტაცია“;
- „ხერხემლის დაზიანებები სპორტში, მკურნალობა და რეაბილიტაცია“;
- „მხრის დაზიანება სპორტში, მკურნალობა და რეაბილიტაცია”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.